Sunday, June 28, 2009

ჰერბარიუმი


ჰერბარიუმი ლათინური სიტყვაა herba ნიშნავს ბალახს. ჰერბერიუმი არის საგანგებოდ შეგროვებული და სათანადო წესით გამშრალი მცენარეთა კოლექცია.
მე -16 საუკუნეში იტალიში შეიქმნა ექიმ-ბოტანიკოსისი ლუკა გინის მიერ. ეს კოლექცია აღარ არსებობს. ჩვენამდე შემონახულია მხოლოდ მისი მოწაფეების კოლექციები. მსოფლიოს ყველა ჰერბარიუმი რეგისტრირებულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში “ The index Herbarium”, სადაც 168 ქვეყნის 3293 ჰერბარიუმია შესული.
1934 წელს ბოტანიკის ბაღს გამოეყო ბოტანიკის ინსტიტუტი , რომელსაც გადაეცა ჰერბარიუმი, ბიბლიოთეკა, მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორია და სელექციის განყოფილება.
ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმი 1800 წელიდან არსებობს. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ბოტანიკური მეცნიერებების განვითარებისათვის. თუმცა შიდა ომების დროს გადადგურდა საცავი.
ეროვნული ჰერბარიუმი ქვეყნის სიამაყეა. ეს მეცნიერების საძირკველია. აქ ფიქსირდება მცენარე ყვავილობის, ნაყოფობის, ფოტლის ფორმირების პროცესში.სამწუხაროა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არ გროვდება კოლექციები, რადგან ამას გარკვეული თანხა ესაჭიროება.
ჰერბარიუმის განყოფილებაიკვლევს მცენარეული სამყაროს მრავაფეროვნებას, ასევე ახდენს მცენარეთა ცალკეული ჯგუფების ( ოჯახების, გვარების ) შესწავლას.
საჰერბარიუმო კოლექციაში უამრავი ნიმუშია წარმოდგენილი. ეროვნული მუზეუმის ბოტანიკური კოლექციის 11 ცაკლეული ჰერბარიუმისაგან შედგება:
• კავკასიის ფლორის ჰერბარიუმი
• საქართველოს ფლორის ჰერბარიუმი
• საერთო ჰერბარიუმი ( დასავლეთ ევროპა,ამერიკა, ჩინეთი, აფრიკა, რუსეთი და სხვა)
• ირან_თურქეთის ფლორის ჰერბარიუმი
• შუა აზიის ჰერბარიუმი
• ავთენტური ნიმუშების ( ტიპების ) ჰერბარიუმი
• გასაცვლელი ( სადუბლეტო ) ჰერბარიუმი
• ხავსების ჰერბარიუმი
• ლიქენების ჰერბარიუმი
• სოკოების ჰერბარიუმი
• წყალმცენარეების ჰერბარიუმი
ჰერბარიუმისათვის გროვდება მცენარეები, აშრობენ და აწებებენ ან ამაგრენენ.ასევე მზადდება ეტიკეტებიც.
ჰერბარიუმის განყოფილებაში ანბანის მიხედვითაა დალაგებული ყველა დარბაზში მცენარეთა სახელები და კარადებში ინახება 14-14 ყუთით. ასე მოსაძებნად მოსახერხებალია. ყველა მცენარეს ეტიკეტის გარდა ახლავს კონვერტიც, რომელშიც იდება ჰერბარიუმისაგან მოწყვეტილი ნაწილი, რადგან მისი გადაგდება არ შეიძლება. ასე ინახება ჰერბარიუმი წლობის განმავლობაში.

მოსწავლეებმა მიღებული თეორიული მასალის საფუძველძე კლასში შექმნეს მცენარეთა ჰერბარიუმები, ესენია :უთხოვარი, გველის სურო,იასამანი,მარწყვის ხე,ძახველი,გრაკლა,ცხრატყავა,მზეყვავილა-კოლხურიზამბახი.

ჯგუფში მუშაობდნენ:მარიამ ნატროშვილი,მერაბ ლალიაშვილი,ტოკო ონიკაშვილი,მარიამ კუკულაძე,ირაკლი ჯოხარიძე,ნინო ხვისტანი
ჯგუფის ხელმძღვანელი: ელენე ფირცხალავა(თბილისის 52-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი)

No comments:

Post a Comment